იწვევს რევოლუციები ნამდვილ თავისუფლებას, თუ მხოლოდ ერთ ძალას მეორეთი ცვლის?
- Saba Mikava

- Sep 14
- 4 min read
„ყოველი რევოლუცია ორთქლდება და მხოლოდ ახალი ბიუროკრატიის ლორწოს ტოვებს.“ — ფრანც კაფკა
„რევოლუცია“ ძალზე მრავლისმომცველი სიტყვაა.ის წარმოგვიდგენს ჩვეულებრივი ადამიანების ხედვებს, რომლებიც უსამართლობის წინააღმდეგ ჯანყდებიან, მეზობლები ადგილობრივ სასახლეებს შტურმით ესხმიან თავს და ქუჩებში ახალი განთიადის ძახილით მარშობენ. რევოლუციები ხშირად წარმოდგენილია როგორც შიშზე გამბედაობის, ინდივიდუალური მოქალაქეების ფესვგადგმული ძალაუფლების წინააღმდეგ გამარჯვების სიმბოლო.
თუმცა, ისტორია გვასწავლის უფრო პესიმისტურ გაკვეთილს: თავისუფლება იშვიათად მოიპოვება სრულად, ხოლო ძალაუფლებას აქვს საკუთარი ორგანიზაციისა და გადანაწილების უნარი. რევოლუციები არაერთხელ ცვლიან ერთს ელიტას მეორით, ხოლო ძალაუფლება ირჩევს ახალ ფორმებს ძველი შეზღუდვების შესანარჩუნებლად.

საფრანგეთის 1789 წლის რევოლუცია ხშირად აღიქმება როგორც თავისუფლების, თანასწორობისა და ძმობის იდეალების გამარჯვება. მოქალაქეები შიმშილობდნენ, იმ დროს, როცა არისტოკრატები ნადიმობდნენ, ხოლო ბასტილია ტირანიის ძლიერ სიმბოლოდ ითვლებოდა. მისი დაცემის შემდეგ მოსახლეობამ დაიჯერეს, რომ ახალი თავისუფლების ერა იწყებოდა. თუმცა, რევოლუციის იდეალები მალევე დაუთმეს ძალადობას. 1793–1794 წლებში იაკობინელებმა მაშტაბური ტერორი მოაწყვეს, რის შედეგადაც დაახლოებით 16 000 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს, ხოლო ათიათასობით სხვა დააპატიმრეს. მაქსიმილიან რობესპიერი, რომელიც თავდაპირველად თავისუფლების დამცველი იყო, ხელმძღვანელობდა ყოფილი მოკავშირეების და შესაძლო მტრების გილიოტინით სიკვდილით დასჯას.
1799 წლისთვის ნაპოლეონ ბონაპარტმა გადატრიალება მოაწყო და თავი იმპერატორად გამოაცხადა. მონარქია აღარ არსებობდა, თუმცა ფრანგი ხალხი კვლავ ცხოვრობდა ცენტრალიზებული ავტოკრატიის პირობებში, რომლთა თავისუფლებას სამხედრო კამპანიები და ძალაუფლების კონცენტრაცია შესამჩნევად ანელებდა. საფრანგეთის რევოლუციამ მონარქები დაამხო, მაგრამ რიგითი მოქალაქეები კვლავ მკაცრი ხელისუფლების ქვეშ დარჩნენ, ამჯერად განსხვავებული სახელით.

რუსეთის 1917 წლის რევოლუციაც მსგავს მაგალითს წარმოადგენს. თებერვლის რევოლუციამ ცარი ნიკოლოზ II ტახტიდან ჩამოაგდო, დასრულდა ცარისტული მმართველობის საუკუნეები, ხოლო ბოლშევიკების მეთაურობით ოქტომბრის რევოლუციამ დაპირება გასცა „მშვიდობა, პური და მიწა“. მუშებსა და გლეხებს შეეძლოთ წარმოდეგინათ საზოგადოება, სადაც სოციალური ექსპლუატაცია აღარ იარსებებდა, თუმცა ეს იდეალი საზოგადოებრივი ცხოვრების წარმოსახვა მალევე შეწყდა. ლენინმა არჩეული დამფუძნებელი კრება დაშალა, რადგან მისი უმრავლესობა ბოლშევიკების ინტერესების წინააღმდეგ იყო მიმართული, ხოლო ბოლშევიკური საიდუმლო პოლიცია (ჩეკა) აქტიურად ჩარეულიყო განსხვავებული აზრის მქონე პირების წაქეზებაში.
სტალინის დროს რევოლუციური იმედი ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ დიქტატურად გადაიქცა. იძულებითი კოლექტივიზაციის, გულაგებისა და წმენდების შედეგად მილიონობით ადამიანი დაიღუპა.
მეფე წავიდა, თუმცა საბჭოთა კომისრები ძალაუფლებას ისეთივე ინტენსივობით ფლობდნენ, როგორც მათი წინამორბედები, შესაძლოა, უფრო მეტადაც. რევოლუციამ, რომელსაც თავისუფლება უნდა შემოეტანა, სინამდვილეში შიშის ატმოსფერო შექმნა.

ნეპალის უახლესი სახალხო მოძრაობები აჩვენებს, რომ მაშინაც კი, როდესაც რევოლუციები საუკუნოვან მონარქიებს ანგრევს, შედეგები ხშირად მყიფე რჩება. 1990 წელს ფართომასშტაბიანმა პროტესტებმა აიძულა მეფე ბირენდრა მიეღო კონსტიტუციური მონარქია და მრავალპარტიული დემოკრატია, თუმცა კორუფცია და პოლიტიკური არასტაბილურობა კვლავ დარჩა.
2006 წელს მეფე გიანენდრამ დაითხოვა პარლამენტი და პირდაპირი მმართველობა აიღო ხელში, რამაც გამოიწვია მასობრივი პროტესტი, ცნობილი როგორც „ჯანა ანდოლან II“. 2008 წელს მონარქია გაუქმდა და ნეპალი რესპუბლიკად გამოცხადდა. ასეთი მასშტაბური ცვლილებების მიუხედავად, დემოკრატიამ ვერ უზრუნველყო მშვიდობა და კეთილდღეობა. ათწლეულის განმავლობაში მაოისტურმა აჯანყებამ უკვე 17 000-ზე მეტი სიცოცხლე შეიწირა, შემდგომი მთავრობები ებრძოდნენ პოლიტიკური პარალიზაციისა და კორუფციის პრობლემებს, ხოლო სიღარიბე და უთანასწორობა კვლავ პრობლემად რჩებოდა, რაც მოსახლეობაში განცდილი კრიზისის ციკლურობაზე მიუთითებდა.

2003 წლის საქართველოს ვარდების რევოლუციაც მსგავს ტენდენციას აჩვენებს. პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის დროს მშვიდობიანი პროტესტი, რომელსაც ათასობით ქართველი უძღვებოდა, კორუფციისა და გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ გამოსვლის სიმბოლოდ ვარდების გამოყენებით წარმოიშვა. მიხეილ სააკაშვილის არჩევამ, ერთი პერიოდის განმავლობაში, რეფორმებისა და გამჭვირვალობის დაპირება შეასრულა; კორუფცია შემცირდა, ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა და ევროპასთან უფრო მჭიდრო კავშირები დამყარდა. თუმცა, ძალაუფლება მალე კონცენტრირდა, მედიის კონტროლი გაძლიერდა, ოპონენტების შევიწროება და პოლიციის ძალადობა კი ავტორიტარიზმის ნიშნად იქცა. 2012 წლისთვის საზოგადოების ენთუზიაზმი შემცირდა. ვარდების რევოლუციამ სტაგნაციური რეჟიმი დაშალა, თუმცა საბოლოოდ ვერ უზრუნველყო უფრო ღრმა თავისუფლება და მოსახლეობის ნდობა მთავრობაში.

2010–2011 წლების არაბული გაზაფხული გლობალური მასშტაბით აღნიშნავს ანალოგიურ ტენდენციას. ტუნისში, მოჰამედ ბუაზიზის თვითდაწვით დაწყებული მოძრაობა სწრაფად გავრცელდა ეგვიპტეში, ლიბიაში, სირიაში, იემენში და სხვა ქვეყნებში. მილიონობით მოქალაქე ითხოვდა ღირსებას, სამუშაო ადგილებსა და დემოკრატიას. ეგვიპტეში, კაიროს თაჰრირის მოედანზე 18-დღიანი საპროტესტო აქციების შედეგად ჰოსნი მუბარაქის სამათწლეული მმართველობა დასრულდა, თუმცა ორ წელიწადში სამხედრო გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში მოვიდა აბდელ ფატაჰ ელ-სისი, რომლის მმართველობაც კიდევ უფრო მკაცრი აღმოჩნდა.
მუამარ კადაფის დამხობის შემდეგ ლიბია სამოქალაქო ომში ჩავარდა, სირია კი ბაშარ ალ-ასადის მმართველობის დროს კატასტროფულ კონფლიქტში შევიდა, რამაც მილიონობით ადამიანი იძულებით გადაადგილების მსხვერპლად აქცია. ტუნისი, გარდამავალი პერიოდის ერთადერთი მნიშვნელოვანი მაგალითი, სუსტად დემოკრატიული დარჩა. არაბულ სამყაროში ბევრ ქვეყანაში რევოლუციებმა მოსახლეობას თავისუფლებას დაჰპირდა, თუმცა სინამდვილეში მხოლოდ რეპრესიები, პოლიტიკური არასტაბილურობა და შეიარაღებული კონფლიქტები დატოვეს.

ისტორია ნათლად აჩვენებს, რომ რევოლუციები ხშირად ძალაუფლებას არ აქრობენ, არამედ მას სახეს უცვლიან.
აღმოსავლეთ ევროპაში, რუმინიის 1989 წლის რევოლუციამ ნიკოლაე ჩაუშესკუ სიკვდილით დასაჯა, თუმცა კორუფციისა და სუსტი სახელმწიფო ინსტიტუტების ციკლმა განაგრძო არსებობა.
2004 წლის უკრაინის ნარინჯისფერმა რევოლუციამ და 2014 წლის მაიდანის აჯანყებამ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ლიდერები მოხსნა, მაგრამ ფესვგადგმული ოლიგარქიული სტრუქტურებმა შეინარჩუნეს ძალაუფლება.
ლათინური ამერიკაც მსგავს შემთხვევებს გვთავაზობს: 1959 წლის კუბას რევოლუციამ ბატისტას რეჟიმი დაამხო, თუმცა ფიდელ კასტროს მმართველობის დროს ერთპარტიული სახელმწიფო ჩამოყალიბდა. ნიკარაგუის სანდინისტურმა რევოლუციამ 1979 წელს სომოსას დინასტია დაამხო, თუმცა შედეგად წამოიწყო სამოქალაქო ომი და ავტორიტარიზმის დაბრუნება დანიელ ორტეგას მეთაურობით.
რატომ არ უზრუნველყოფენ რევოლუციები ხანგრძლივ თავისუფლებას?
ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. პირველი, რევოლუციები ხშირად ანგერვენ არსებული ინსტიტუტების სტრუქტურას, რის შედეგადაც ჩნდება ძალაუფლების ვაკუუმი, რომელიც ოპორტუნისტ ლიდერებს შესაძლებლობას აძლევს ხელისუფლებაში მოსვლისა და მომენტით სარგებლობისთვის.
მეორე, ერთიანობა, რომელიც უზრუნველყოფს რეჟიმის დამხობას, უმეტესად ირღვევა მას შემდეგ, რაც საერთო მიზანი მიღწეულია.
მესამე, იდეალიზმი თანასწორობისა და თავისუფლების შესახებ ხშირად წინააღმდეგობაში მოდის მმართველობის, ეკონომიკისა და გეოპოლიტიკის რეალობებთან, რის შედეგადაც ლიდერები იძულებულნი არიან გამოიყენონ კონტროლური და იძულებითი მეთოდები წესრიგისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად.
საბოლოოდ, ადამიანური ამბიცია და შიში ართულებს ძალაუფლების დათმობას, რაც უარყოფითად მოქმედებს თავისუფლების ინსტიტუციურ დამყარებაზე.
რევოლუციები ხშირად უკავშირდება მნიშვნელოვან ადამიანურ დანაკარგებს. საფრანგეთში გილიოტინის გამოყენება, საბჭოთა კავშირში გულაგების არსებობა, ნეპალში სამოქალაქო ომი, 2000-იან წლებში საქართველოში პოლიციის ძალადობა და სირიაში დაბომბვები ნათლად წარმოაჩენს, თუ რაოდენ დიდი ტკივილი და ტრავმა შეიძლება მიადგეს ჩვეულებრივ მოქალაქეებს ელიტური ბრძოლების შედეგად. დაკარგული სიცოცხლეები, დანგრეული ეკონომიკა და არასტაბილურობაში მცხოვრები თაობები ხშირად ამცირებენ რევოლუციის ეფექტურობას ან მის სამართლიანობას.

თავისუფლება თვითნებურად მყიფეა, ხოლო რევოლუციები ხშირად უფრო მეტად შთანთქავენ თავისუფლებას, ვიდრე იცავენ მას. პარიზიდან მოსკოვამდე, კატმანდუდან თბილისამდე, კაიროდან კარაკასამდე ისტორიული ფაქტები ერთნაირად გვიჩვენებს, რომ რევოლუციები ქმნიან იმედს, მაგრამ იშვიათად უზრუნველყოფენ მის რეალურ განმტკიცებას. ისინი ახდენენ მმართველების შეცვლას, მაგრამ არა მდგრადი თავისუფლების შექმნას; ერთი ძალაუფლება იცვლება მეორეთი, შესაძლოა უფრო მკაცრად ან უფრო ფარულად, თუმცა ძალაუფლება რჩება. როგორც კაფკა აღნიშნავს, რევოლუციის ოცნება ქრება, ტოვებს ახალ ბიუროკრატიებს, ახალ ელიტებს და დიდ იმედგაცრუებას.
თავისუფლება არ წარმოიშობა რევოლუციის გზით; ის ნელ-ნელა ვითარდება ინსტიტუტების, ანგარიშვალდებულების და სამოქალაქო კულტურის მეშვეობით. რევოლუციები შეიძლება აღინიშნოს, როგორც მნიშვნელოვანი ისტორიული მომენტები, მაგრამ ისინი იშვიათად წარმოადგენენ ჩაგვრის დასასრულს; ისინი, ძირითადად, ჩაგვრის ახალი დასაწყისის სახეებად რჩებიან, განსხვავებული სახელებით, დროშებითა და სახეებით.





Comments