top of page

შესაძლებელია რომ ადამიანის სული გატყდეს?

  • Writer: Ana Maria Phkhaladze
    Ana Maria Phkhaladze
  • Sep 2
  • 5 min read

Updated: Sep 15

„თავისუფლება თავისუფლებაა, ისევე, როგორც ორს მიმატებული ორი, უდრის ოთხს“ (ორუელი 81).ამ მოკლე, მაგრამ ძალზე ძლიერ განაცხადში უინსტონ სმიტი ჯორჯ ორუელის რომანში "1984" მკითხველს ახსენებს, რომ ტოტალიტარული მმართველობის პირობებშიც კი, ადამიანის სული განაგრძობს ბრძოლას და სიმართლისკენ სწრაფვას. მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც სიმართლე წაშლილია, ადამიანის იდენტობა გამქრალია და მისი მეხსიერებაც კი არასანდოა?  შეუძლია თუ არა სულს გადარჩენა ასეთ პირობებში? ეს კითხვა წინ წამოჭრილია როგორც დისტოპიურ ლიტერატურაში, ასევე ისტორიაში. პასუხი, მიუხედავად სირთულისა, თითქმის უცვლელია: ადამიანის სული შეიძლება დასუსტდეს, მაგრამ იშვიათად ნადგურდება.


Temporary mural installation by JR Artist - Big Brother is watching you 7. Paris, France
Temporary mural installation by JR Artist - Big Brother is watching you 7. Paris, France

იგივე კანონზომიერება ვრცელდება დისტოპიურ რომანებზეც, როგორიცაა ჯორჯ ორუელის “1984” და მარგარეტ ეტვუდის “მხევლის წიგნი, რომლებიც ასახავს ადამიანთა გამოცდილებას ავტორიტარული მმართველობის ქვეშ. ხელისუფლებას შეუძლია აკონტროლოს სხეულები, შეზღუდოს ინდივიდთა არჩევანი, დაწეროს ფაქტები და ისტორია, თუმცა, მათ ხალხში ყოველთვის რჩებათ ჯიუტი ძალა, რომელიც წინააღმდეგობას უწევს, იქნება ეს ჩუმი დაუმორჩილებლობა, იმედისა და რწმენის ქონა თუ მეხსიერება, რომელიც ცოცხლობს. სწორედ ესაა ადამიანის სულის მთავარი იარაღი.


"1984"-ში ორუელი გვთავაზობს  საზოგადოების აღმწერ შემზარავ სურათს, სადაც მმართველი პარტია „ინგსოცი”(ორუელი 6) არ კმაყოფილდება მხოლოდ საზოგადოებრივი ქცევის კონტროლით, არამედ ცდილობს აზრებისა და ცნობიერების დომინირებასაც ფსიქოლოგიური მანიპულაციითა და უწყვეტი მეთვალყურეობით. ისეთი სლოგანები, როგორიცაა ომი მშვიდობაა. თავისუფლება მონობაა. უმეცრება ძალაა (ორუელი 3), მხოლოდ პარადოქსული ფრაზები კი არა, არამედ მიზანმიმართული იარაღებია, რომლებიც ლოგიკას ანგრევს და მორჩილებას ამყარებს.


1957 propaganda poster - We will fulfill the party's commission! Artist B.Berezovsky
1957 propaganda poster - We will fulfill the party's commission! Artist B.Berezovsky

ეს დისტოპიური ხედვა მხოლოდ ლიტერატურით არ შემოიფარგლება. საბჭოთა კავშირის რეჟიმი, იოსებ სტალინის მმართველობის სისტემა, ანალოგიურად ცდილობდა რეალობისა და მეხსიერების კონტროლს „პიროვნების კულტის“ პროპაგანდით, ფართო მეთვალყურეობითა და „წითელი ტერორით". ისინი, ვინც ლიდერს უცდომელად ადიდებდნენ, ჯილდოს იღებდნენ, ხოლო სახელმწიფო მედია და აგიტატორები ჩუმად ავრცელებდნენ განსხვავებულ აზრებს და აზროვნებდნენ კრიტიკულად. როგორც ორუელისეულ პარტიას, სტალინის სისტემასაც არა მხოლოდ მორჩილება სურდა, არამედ გულწრფელი რწმენა და ნდობა.



მიუხედავად ასეთი ინტენსიური კონტროლისა, სისტემაში არსებულმა ბზარებმა უფრო ღრმა ჭეშმარიტება გამოავლინა: ადამიანის სული მთლიანად არ ნებდება. მიწისქვეშა გამოცემები, „სამიზდატის“ (самиздат) სახით, აკრძალული სიმღერები და ფარულად შენახული წიგნები იქცა უარის ნიშნად ძალადობრივი სისტემისადმი. ანალოგიურად, თანამედროვე ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეაში, სადაც მთავრობები მკაცრად აკონტროლებენ მედიას და ციფრულ კომუნიკაციას, მოქალაქეები მაინც პოულობენ გზებს წინააღმდეგობისთვის. Human Rights Watch-მა 2023 წლის 21 დეკემბერს დოკუმენტურად დააფიქსირა, როგორ იყენებენ მომიტინგეები გასაშიფრ შეტყობინებებს, ციფრულ ანონიმურობასა და საიდუმლო ქსელებს ცენზურის დასაძლევად და სიმართლის გასავრცელებლად (Human Rights Watch).

Russian Samizdat and photo negatives of unofficial literature
Russian Samizdat and photo negatives of unofficial literature

ეს რეალური მაგალითები პარალელს ავლებს უინსტონ სმიტის ფარულ აჯანყებასთან 1984-ში: აკრძალულ დღიურში საკუთარი აზრების ჩაწერა, ჯულიასთან აკრძალული სიყვარული და ოფიციალური ნარატივის გაბედული კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება. მიუხედავად იმისა, რომ ეს დაუმორჩილებლობის აქტები მცირეა და ხშირად დამსხვრეული, ისინი მაინც ადასტურებენ ადამიანის მუდმივ იმპულსს: მოითხოვოს შინაგანი თავისუფლება მაშინაც კი, როდესაც გარეგანი თავისუფლება მთლიანად დაკარგულია.


ორუელის წარმოსახვითი დისტოპია და ისტორიული თუ თანამედროვე ჩანაწერების სინთეზი აჩვენებს საერთო სტრატეგიას: ტოტალიტარული კონტროლი მოქმედებს არა მხოლოდ ძალის გამოყენებით, არამედ ინდივიდუალური ჭეშმარიტების და იდენტობის ჩაჭრით. თუმცა, რაც სასტიკ რეჟიმებს სრულად არ შეუძლიათ გაანადგურონ, არის ადამიანის მეხსიერება, კითხვების დასმის უნარი და იმედის ძალა. უინსტონის სული რომანის ბოლოს გატეხილი ჩანს, თუმცა მისი ადრინდელი დაუმორჩილებლობა წარმოადგენს უნივერსალურ ადამიანურ ტენდენციას წინააღმდეგობას სრული განადგურების წინააღმდეგ.


ree

მარგარეტ ეტვუდის მხევლის ზღაპარი იკვლევს ოდნავ განსხვავებულ გარემოს, სადაც ქალთა იდენტობა და მორალი სისტემატურად იცვლება სახელმწიფოს მიერ მინიჭებული როლებით. ოფრედი, მთავარი გმირი, კარგავს თავის ოფიციალურ სახელს და ფუნდამენტურ ავტონომიას, დაყვანილი რეპროდუქციულ ვასალად გალაადის თეოკრატიულ საზოგადოებაში. თუმცა, მისი წინააღმდეგობა რჩება, მეხსიერებაში, იდენტობასა და შინაგან რწმენაში ჩაფლული, ჩუმ აქტებში, რომლებიც ინარჩუნებენ თვითშეგნების შეგრძნებას. „ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ“ (ეტვუდი 279), — ამბობს ოფრედი, რაც ნარატივის შინაარს აჯანყებად წარმოგვიდგენს.


ეს არასასიკვდილო, მაგრამ ძალზედ ძლიერი წინააღმდეგობის ფორმა დღესაც ჩანს ქალების მიერ ჩაგვრის რეჟიმების წინააღმდეგ ორგანიზებულ მოძრაობებში. მაგალითად, ირანში, 2022 წელს, მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ, ქალებმა საჯაროდ დაიწყეს ჰიჯაბის მოხსნა და თმის შეჭრა, როგორც სიმბოლური, პირადი პროტესტი სავალდებულო ჩაცმულობის კოდექსისა და ინსტიტუციური გენდერული ჩაგვრის წინააღმდეგ (ეროვნული საზოგადოებრივი რადიო). მსგავსი პროტესტები გრძელდება და ქალები ხშირად რისკავენ პატიმრობას, ავრცელებენ აკრძალულ წიგნებს, იყენებენ სოციალურ მედიას ან ატარებენ ქუჩის ანტისამთავრობო აქციებს.


SKAR's underground school in Kabul, volunteers teach Afghan girls English, math, sciences and other subjects.
SKAR's underground school in Kabul, volunteers teach Afghan girls English, math, sciences and other subjects.

ავღანეთში, სადაც თალიბანმა ქალებს კვლავ აუკრძალა სკოლაში სიარული და საჯარო თანამდებობებზე დანიშვნა, ბევრი ახალგაზრდა ქალი ეწინააღმდეგება კანონებს ფარულ სკოლებსა და საგანმანათლებლო მასალების გავრცელებით (Amnesty International, 2024). ქაბულში, SRAK-ის მიწისქვეშა სკოლაში მოხალისეები ასწავლიან ავღანელ გოგონებს ინგლისურს, მათემატიკას და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს.


როგორც ოფრედი, ისინი საჯაროდ თითქოს ჩუმები არიან, მაგრამ პირადი არჩევანი წარმოადგენს მნიშვნელოვან პროტესტის აქტს, არა იარაღით, არამედ განათლებით, ინტელექტით, მეხსიერებითა და სიამაყით. ატვუდის მხატვრული ლიტერატურა და ეს თანამედროვე მაგალითები ხაზს უსვამს ერთეულ ჭეშმარიტებას: მაშინაც, როდესაც ხილვადობა და ხმა წაერთმევათ, ადამიანის სული, განსაკუთრებით ქალებში, რომლებიც ავტორიტარული სისტემების სამიზნეები არინ, ყოველთვის პოულობენ გზებს პროტესტის გამოსახატავად და წინააღმდეგობის გასაწევად. გადარჩენა ასეთ პირობებში არ ნიშნავს მხოლოდ არსებობას, არამედ ძლიერ მორალურ, ფსიქიკურ წინააღმდეგობასაც.


მიუხედავად ამისა, ზოგიერთი მკვლევარი ამტკიცებს, რომ ადამიანის სული შეიძლება მთლიანად განადგურდეს. მილიონობით ადამიანი დაიღუპა საკონცენტრაციო ბანაკებსა და გულაგებში. ბევრი დანებდა, ემოციურად, გონებრივად, სულიერად და ვერ გაუძლო სისასტიკისა და სასოწარკვეთის დაუძლეველ სიმძიმეს. თუმცა, ისტორიაში ყველაზე ბნელ კუთხეებშიც კი წარმოშობილა წინააღმდეგობები, არა ყოველთვის აჯანყების, არამედ გადარჩენისა და აზრის გამოხატვის ფორმებში.


ვიქტორ ფრანკლი (1905–1997), ჰოლოკოსტს გადარჩენილი ფსიქიატრი, თავის წიგნში “ადამიანის აზრის ძიება“აღწერს, თუ როგორ მოახერხეს პატიმრებმა ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკების გადატანა, უმცირესი მიზნის რწმენითა და მიჯაჭვულობით. როგორც ფრანკლი წერს: „მათ, ვისაც ცხოვრების ‘რატომ’ აქვთ, შეუძლიათ აიტანონ თითქმის ნებისმიერი ‘როგორ’“ (ფრანკლი 76). ზოგი ეჭიდებოდა საყვარელ ადამიანებზე მოგონებებს, სხვებისთვის კი , მომავალზე ოცნებები და იდეები აძლევდა ძალას. მაშინაც კი, როდესაც ავტონომია და ღირსება თითქმის განადგურებულია, ადამიანი გზებს პოულობს გადარჩენისა და ღირსების დასაცავად.


Viktor Frankl in 1945
Viktor Frankl in 1945

ამას ფსიქოლოგიური კვლევებიც ადასტურებს. იელის მედიცინის სკოლაში სტივენ მ. საუტვიკის მიერ ჩატარებულმა კვლევამ (2014) აჩვენა, რომ ადამიანის მდგრადობა არ არის ფიქსირებული თვისება, ეს არის პროცესი, რომელიც დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდება. ადამიანები ტრავმას ეგუებიან აზრის პოვნით, კავშირის ძიებით და რწმენის შენარჩუნებით, რაც მათ ტანჯვას აღემატება. ეს განმარტავს, როგორ მოახერხეს ომის, გენოციდის და ტოტალიტარული მმართველობის გადარჩენილებმა ღირსეულად დაბრუნება. ეს არა გმირული, არამედ მშვიდი, გამძლე პროცესი არის.


პროტესტის ფორმები მრავალფეროვანია. ზოგჯერ ის დრამატულია — მაგალითად, კურტ ვონეგუტის “ჰარისონ ბერჯერონში“ მთავარი გმირი არღვევს შეზღუდვებს და ყვირის: „ნახეთ, როგორ ვხდები ის, რაც შემიძლია გავხდე!“ (ვონეგუტი 43). მაგრამ ხშირად წინააღმდეგობა უფრო მშვიდია. ჯორჯ ორუელის “1984“-ში უინსტონ სმიტი ფარულად ეწინააღმდეგება სისტემას: კითხულობს ემანუელ გოლდშტეინის წიგნს, აწარმოებს დიალოგებს საიდუმლო საზოგადოებაში და ეჭიდება თავისუფლების იდეას. მარგარეტ ეტვუდის “მხევლის წიგნში“ ოფრედი იბრძვის ხმის, სახელსა და საკუთარ ისტორიას ფარულად, მაშინაც კი, როდესაც არავინ უსმენს.


Illustration of scene from Harrison Bergeron
Illustration of scene from Harrison Bergeron

ამ მაგალითებმა აჩვენა, რომ სისტემები, მიუხედავად გარეგნული დომინირების, მეტყველების, ჩაცმულობის, მოძრაობის კონტროლისა, ვერ ახშობენ გონებაში და გულში მიმდინარე პროცესებს. ცოდნის, სიყვარულის, წარმოსახვისა და გამოხატვის სურვილი, რამდენადაც ჩუმიც არ უნდა იყოს, იგი მაინც გრძელდება. ეს შეუპოვრობა წარმოადგენს ადამიანის სულის უმაღლეს დაუმორჩილებლობას.


უნდა აღინიშნოს, რომ წინააღმდეგობა ყოველთვის არ იწვევს გამარჯვებას. “1984“ მთავრდება უინსტონის დამარცხებით, „მე მიყვარს დიდი ძმა“ (ორუელი 298). თუმცა, მნიშვნელოვანი ის არის, რომ მან გაბედა ფიქრი, დამახსოვრება და სიყვარული, ეს სიმბოლოა მსოფლიოს მრავალი მკითხველისთვის. “მხევლის წიგნი“ იმედით სრულდება. ოფრედი უცნობ ვითარებაში შედის, მისი ისტორია გადარჩა და გრძელდება, რაც უკვე ტრიუმფად ითვლება, მეხსიერება და სიმართლე ჩაგვრის წინააღმდეგ იარაღია.


ree

დღესდღეობით, დისტოპია აღარ არის მხოლოდ მხატვრული ლიტერატურა. თვალთვალი, ცენზურა და დაკავება ჯერ კიდევ არსებობს მრავალ ქვეყანაში. ლგბტქ+ უფლებები, ქალთა უფლებები, ხმის მიცემის უფლება, ხშირად ჩამორთმეულია. მაგრამ სული აგრძელებს არსებობას. ადამიანები წერენ, საუბრობენ და იმახსოვრებენ.


ადამიანის სული შეიძლება დაჩაგრული, გაჩუმებული ან თითქოს დაკარგული იყოს , მაგრამ არასდროს გამქრალი, სანამ ადამიანები აგრძელებენ იმედს, წინააღმდეგობას და უკეთესი სამყაროს წარმოდგენას. ეს ისტორიები გვასწავლიან, რომ ნამდვილი კითხვა არა არის ის, შეუძლია თუ არა ადამიანის სულს გადარჩენა, არამედ ის, დავიცავთ თუ არა მას მაშინ, როდესაც ის ყველაზე მეტად საფრთხის ქვეშაა.

1 Comment


Mari Gergedava
Mari Gergedava
Sep 16

ადამიანის სული შეიძლება დაჩაგრული, გაჩუმებული ან თითქოს დაკარგული იყოს , მაგრამ არასდროს გამქრალი, სანამ ადამიანები აგრძელებენ იმედს, წინააღმდეგობას და უკეთესი სამყაროს წარმოდგენას.🥰

Like
  • White Facebook Icon
  • White Instagram Icon
bottom of page